LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვი ბერლინს ემუქრება – მიზეზი ზელიმხან ხანგოშვილის საქმეა

255
putini 2

რუსეთის მუქარა გერმანიას – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომ გერმანიის გადაწყვეტილება ორი რუსი დიპლომატის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების თაობაზე არამეგობრული და დაუსაბუთებელი ნაბიჯია. რუსული სააგენტობის ინფორმაციით, ამას მოსკოვის მხრიდან საპასუხო ქმედებები მოჰყვება. განცხადებაში დაზუსტებული არაა, რა ნაბიჯებზე საუბრობს რუსეთი.

დღეს ცნობილი გახდა, რომ გერმანიის საგარეო უწყებამ ზელიმხან ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.

შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, 23 აგვისტოს მოკლეს. ის ველოსიპედით გამვლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში სასიკვდილოდ იმ დროს დაჭრა, როცა ხანგოშვილი ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა. ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g