მოსკოვიდან დაბრუნებულ პატრიოტთა ალიანსის წევრებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდული ფრთის წევრები საპროტესტო აქციით დახვდნენ. ინფორმაციას დემოკრატები Facebook-ზე ავრცელებენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით
“სირცხვილია, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები სახელმწიფოს გვერდის ავლით მიმდინარეობს”.
პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრების შეფასებით, ასეთი ტიპის შეხვედრები უნდა აიკრძალოს, რისი ინიცირებაც საკანონმდებლო ორგანოში უნდა მოხდეს.
4 ოქტომბერს პატრიოტების ლიდერმა ირმა ინაშვილმა ხელისუფლებას იმ ინიციატივებით სარგებლობისკენ მოუწოდება, რომლებსაც პარტია მოსკოვიდან ჩამოიტანს.