LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვის ბირჟაზე დოლარსა და ევროში ვაჭრობა შეჩერებულია

133
მოსკოვის ბირჟა

ოფიციალური ვაშინგტონის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული ახალი სანქციების გამო ქვეყნის მთავარ ბირჟაზე დოლარსა და ევროში ვაჭრობა შეჩერებულია – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ცენტრალური ბანკი ავრცელებს.

ეს შეზღუდვა ნიშნავს იმას, რომ ბანკები, კომპანიები და ინვესტორები მოსკოვის ბირჟის საშუალებით ნებისმიერ ვალუტაში ვაჭრობას ვეღარ შეძლებენ, შესაბამისად, სავაჭროდ მათ არასაბირჟო ბაზრის გამოყენება მოუწევთ, სადაც გარიგება უშუალოდ ორ მხარეს შორის იწარმოება.

როგორც რუსეთის ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, რუსეთის იმ მოქალაქეებსა, რომლებსაც დანაზოგი ევროსა და დოლარში აქვთ შენახული, შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. მათ რუსული ბანკების მეშვეობით აღნიშნული ვალუტების ყიდვა-გაყიდვა კვლავ თავისუფლად და უსაფრთხოდ შეეძლებათ.

აშშ-ის მიერ ახალი სანქციების დაწესების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. სახაზინო დეპარტამენტმა უკრაინასთან ომში რუსეთის სამხედრო ძალის გაძლიერებისთვის სანქცია 100-ზე მეტ იმ კომპანიას დაუწესა, რომლებიც მუშაობენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვით ან მასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ სექტორებში – მრეწველობაში, ტექნოლოგიებში, ტრანსპორტსა და ფინანსურ სერვისებში. ასევე, დასანქცირდა 90-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი რუსეთიდან, ბელარუსიდან, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, სამხრეთ აფრიკიდან, სერბეთიდან და თურქეთიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები