LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვის სასამართლომ ნავალნის ფონდი “ექსტრემისტულად” გამოაცხადა, ოპოზიციონერი კი ამბობს, რომ საკუთარ მიზნებზე უარს არასდროს იტყვიან

62
ნავალნი

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის “კორუფციასთან ბრძოლის ფონდი” ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და მისი ლიკვიდაციის განკარგულებაც გასცა.

მიღებული გადაწყვეტილებით, დადგენილება ძალაში დაუყოვნებლივ შევა. შედეგად კი, ნავალნის მიმდინარე წლის სექტემბერში არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ ექნება.

“ექსტრემისტული ორგანიზაციების წევრებს” რუსეთში არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ – პუტინმა კანონს ხელი მოაწერა

სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, ორგანიზაციას ეკრძალება ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელება, ფინანსური ოპერაციების შესრულება და აქციების ორგანიზება. შესაძლოა, პატიმრობა დაემუქროს ორგანიზაციის სხვა წევრებსაც, რადგან ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრობა პატიმრობას ითვალისწინებს.

გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება თავად ნავალნიც და წერს, რომ როდესაც კორუფცია ხელისუფლების საფუძველია, კორუფციასთან მებრძოლები ექსტრემისტები ხდებიან:

“არც ვაპირებ იმ სტრუქტურის იურიდიული მხარის განხილვას, რასაც რუსეთში “სასამართლო” ჰქვია. იმის თქმაც კი საკმარისია, რომ ყველა საქმის მასალა სახელმწიფო საიდუმლოებად იყო გამოცხადებული. პროცესი დახურული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვითხოვდი, პროცესში არათუ არ ვმონაწილეობდი, არც კი მიმიწვიეს”. – წერს ნავალნი.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერში გაერკვევიან, შეიცვლებიან, ევოლუციას გაივლიან, მაგრამ საკუთარ მიზნებსა და იდეებზე უარს არასდროს იტყვიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g