მოსკოვში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციაზე რამდენიმე პირი დაშავდა. არაოფიციალური ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 350-ზე მეტია, თუმცა პოლიცია აცხადებს, რომ ამ დროისთვის 295 ადამიანია დაკავებული.
მოსკოვში უკვე ორი კვირაა საპროტესტო აქციები იმართება. მათი მონაწილეები მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატების მონაწილეობის აკრძალვას აპროტესტებენ.