მოსკოვში „ლუჟნიკის“ სტადიონზე ყირიმის ანექსიის თარიღს გრანდიოზული კონცერტით აღნიშნავენ. კონცერტი ამ წუთებში იმართება. ათასობით ადამიანი რუსეთის დროშებით ხელში, კონცერტის მოსასმენად მივიდა, რომელშიც მონაწილეობას პუტინის რეჟიმის მხარდამჭერი მუსიკოსები იღებენ. ეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთის აგრესიას უკრაინაში უამრავი ადამიანის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა.
სცენაზე ერთმანეთის მიყოლებით გამოდიან გრიგორი ლეპსი, პოლინა გაგარინია, ოლეგ გაზმანოვი, ჯგუფი „ლუბე“, ტიმატი და სხვები.
ამ წუთებში შეკრებილ ხალხს ვლადიმერ პუტინი მიმართავს.