LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვში მდებარე ყოფილი საელჩოს შენობა საქართველოს საკუთრებაში გადმოეცა

157

შვეიცარიის მხარის შუამავლობით, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის წლების განმავლობაში მიმდინარე კონსულტაციების შედეგად, მიღწეულ იქნა შეთანხმება მოსკოვში მდებარე საქართველოს ყოფილი საელჩოს შენობა საკუთრებაში საქართველოს გადმოეცეს – ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გადაწყვეტილება გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის გამართული შეხვედრისას გაჟღერდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები მიმოიხილეს, მათ შორის – ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, გარკვეული ჰუმანიტარული საკითხები. ზურაბ აბაშიძემ ყურადღება არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე გაამახვილა.

„მიუხედავად იმისა, რომ პრაღის ფორმატი არ ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე. აღინიშნა, რომ ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა დაისაჯონ დამნაშავეები და ამ თვალსაზრისით არავის უნდა ჰქონდეს ქართული მხარისგან რაიმე კომპრომისის ილუზია,“ – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საგარეო უწყების ინფორმაციით, პრაღაში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g