LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვში ქალმა პოლიცია იმის გამო გამოიძახა, რომ მეზობლის Wifi-ს “დიდება უკრაინას” ერქვა – რას წერს მედია

87
Untitled design (1)

მოსკოვში, ქალმა ბინაში პოლიცია უჩვეულო მიზეზით გამოიძახა. 

როგორც აღმოჩნდა, ბინაში, ერთ-ერთი მცხოვრების Wifi-ს “დიდება უკრაინას” ერქვა.

უკრაინული მედიის ცნობით, სამართალდამცველები “ინციდენტის” ადგილზე მივიდნენ და სიგნალის არსებობაც დაადასტურეს, თუმცა ვერ დაადგინეს, საიდან მოდიოდა ის.

“მოსკოველმა ქალმა ბინაში დაიჭირა სუსტი უკაბელო ინტერნეტის სიგნალი და მაშინვე წავიდა პოლიციაში, რათა საჩივარი დაეწერა პირზე, რომელმაც დივერსია მოაწყო.

საქმის გამოძიება გრძელდება”, – წერენ მედიასაშუალებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g