LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვში, რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილის ევგენი სეკრეტარევის მანქანა დაიწვა

102
ავტომანქანის დაწვა

მოსკოვში, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, ევგენი სეკრეტარევის მანქანა დაიწვა. მედიის ინფორმაციით, BMW X6 საცხოვრებელი კორპუსის ეზოში იყო გაჩერებული, რა დროსაც ცეცხლი გაუჩნდა.

გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ ჯიპი განზრახ დაწვეს. თვითმხილველების თქმით, მანქანის სიახლოვეს საეჭვო ქალი შენიშნეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მომხდართან მისი კავშირის შესახებ.

ევგენი სეკრეტარევი გენერალური შტაბის მე-8 განყოფილებაში მუშაობს. ის სამხედრო ცენზურაზეა პასუხისმგებელი. მისი განყოფილება უზრუნველყოფს, რომ რუსული არმიის შესახებ „არასწორი ცნობა“ არ გამოჩნდეს მასმედიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები