LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვში სტალინის საშაურმე გახსნიდან 1 დღეში დახურეს

354
stalinss-main

გახსნიდან პირველივე დღეს გაყიდული 200-ზე მეტი შაურმა და საბჭოთა პერიოდის უშიშროების სამსახურის უნიფორმაში გამოწყობილი თანამშრომლები – ეს სტალინის საშაურმეს ერთდღიანი საქმიანობის შეჯამებაა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში გახსნილიშაურმა სტალინისგანადგილობრივმა პოლიციამ გახსნიდან ზუსტად 24 საათში დახურა.

საშაურმის ბანერზე სტალინის სურათი იყო დატანილი, რაც სავარაუდოდ, ობიექტის დახურვის ერთერთი მიზეზი გახდა.

როგორც რესტორნის მეპატრონემ სტანისლავ ვოლტმანმა მედიასთან განაცხადა, თავდაპირველად პოლიციამ აიძულა, სტალინის ბანერი ჩამოეხსნა, შემდეგ კი მუნიციპალიტეტისგან წნეხის გამო, საშაურმე დაეხურა. ვოლტმანი ამბობს, რომ რესტორნის დახურვის კანონიერი მიზეზი არ არსებობს და მის თავიდან გახსნას აპირებს.

აღსანიშნავია, რომ საშაურმეში მომხმარებელს 5 სახეობის პროდუქტს სთავაზობდნენ: „სტალინური ორმაგი ხორცით”, „ბერიასგან ტყემლის საწებლით”, „ხრუშჩოვის ყველიან ლავაშში”, „სტანდარტი”, და „ასორტი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები