LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოსწავლეებთან ერთად კლინიკაშია გადაყვანილი ერთი მასწავლებელი და ერთი მანდატურიც, რაღაც გაზია გაშვებული, სავარაუდოდ, ბავშვმა იხუმრა“ – ვითარება ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში

219
Untitled design (2)

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის ერთ-ერთ კლასში, მოსწავლემ ნივთიერება გაუშვა, რის შემდეგაც 10-მდე მოზარდი, ასევე მასწავლებელი და მანდატური კლინიკაში გადაიყვანეს.

ამის შესახებ „ფორტუნას“ ბათუმის რესურსცენტრში განუცხადეს.

„7 ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს.. შესაძლოა, მათი რიცხვი გაიზარდოს“ – რა მოხდა ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში 

როგორც რესურსცენტრში აღნიშნავენ, მათი მდგომარეობა მსუბუქია, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც, რომლებიც მომხდარს იძიებენ:

„სპრეი რა არის, ზუსტად არ ვიცი, გამოძიება დაადგენს, პოლიცია გამოძახებულია. მე-11 კლასელების საკლასო ოთახში რაღაც გაზია გაშვებული, სავარაუდოდ, ბავშვმა იხუმრა.

რამდენიმე ბავშვს ხველება დააწყებინა და პრევენციისთვის 10-მდე ბავშვი ბავშვთა კლინიკაშია გადაყვანილი. კლინიკაშია გადაყვანილი ერთი მასწავლებელი და ერთი მანდატურიც. მათი მდგომარეობა მსუბუქია“, – განგვიცხადეს ბათუმის რესურსცენტრში.

ცნობისათვის, ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში შემთხვევა დღეს მოხდა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g