LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსწავლისადმი გარყვნილი ქმედებისთვის მასწავლებელს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

12395178_10153359108979779_875317527_n

მოსწავლე გოგონაზე გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული მასწავლებელი ა.ვ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

დადგინდა, რომ 2018 წლის 23 მარტს ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელმა – 65 წლის მასწავლებელმა არასრულწლოვან მოსწავლე გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

მასწავლებელს, რომელიც 2018 წლის 31 მარტს დააკავეს, ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან) ჰქონდა წარდგენილი და ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g