LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოთხოვნები, დაპირისპირება და დაკავებები: ბათუმში აქციები გრძელდება

104
ეს

უკვე მეორე დღეა ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციები სამართალდამცავებთან დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

საზოგადოების შეკრებილი ნაწილი ამ დრომდე 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა. გუშინ კი მათ მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი უფლებები ფეხქვეშ ითელება და სურთ, თორნიკე რიჟვაძეს არსებულ სოციალურ პრობლემებზე ესაუბრონ.

დღეს დილიდან დაძაბული ვითარებაა ბათუმში. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები.

ცოტა ხნის წინ აქციაზე დაპირისპირებაც მოხდა.

ინფორმაცია დაკავებულებთან დაკავშირებით “ფორტუნამ”  შსს-ში გადაამოწმა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს დაკავებულია 4 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე.

სამართალდამცველებმა ბათუმში გუშინაც დააკავეს ორი აქტივისტი პოლიციის დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის ბრალდებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g