LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოტოციკლით მძიმე ავარია მოუხდა, ესაჭიროება სისხლი, ვისაც შეგიძლიათ, იქნებ ჩააბაროთ“ – გარი აგაიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება

239
გარი აგაიანი

გარი აგაიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება – ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც 13 აგვისტოს, მანგლისის გზაზე, მოტოციკლით მძიმე ავარია მოუხდა, სისხლი ესაჭიროება.

გარი აგაიანის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მსურველებს სისხლის ბანკში ნებისმიერი ჯგუფის სისხლის ჩაბარების შესაძლებლობა აქვთ.

„სისხლის ჯგუფს მნიშვნელობა არ აქვს, იღებენ ნებისმიერი ჯგუფის სისხლს, მთავარია ის გარი აგაიანის სახელზე ჩააბარონ.

მისამართი: ლუბლიანას 13, გაგუას კლინიკის უკან“, – აღნიშნავენ გარი აგაიანის ოჯახის წევრები.

ამასთან, მოქალაქეებს დონაციისკენ მოუწოდებს გეზ მოტორსი, რომლის ერთ-ერთ ფილიალში გარი აგაიანი მენეჯერის პოზიციაზეა დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები