LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოტომრბოლელის BMW 507 სამ მილიონ დოლარად იყიდება

162

ამა წლის 12 ივლისს გუდვუდის სისწრაფის ფესტივალი აიღებს სტარტს. ამ ღონისძიებაზე რარიტეტული სპორტქარი BMW 507 გაიყიდება, რომელსაც ცნობილი მრბოლელი, კონ სიორტისი ფლობდა. ბრიტანელმა სპორტსმენმა მოდელი BMW 507 1957 წელს შეიძინა. მრბოლელს ავტომობილი გრაფმა დომინიკო აგუსტამ აჩუქა. მაშინ ჯონ სიორტისი უკვე ცნობილი იყო, რადგან 500 „კუბიან“ მოტოციკლებში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ჯონ სიორტისმა ასევე სახელი გაითქვა როგორც სპორტსმენმა, რომელმაც ერთდროულად ყველაზე მაღალი ჯილდოები მოიპოვა ფორმულა ერთშიც. მან კარიერა Lotus-ის გუნდიდან დაიწყო, თუმცა 1960 წელს Ferrari-ში გადავიდა. იტალიური მარკით ის 1964 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ჯონ სიორტისს თავისი BMW 507 ძალიან უყვარდა და სიკვდილამდე ინახავდა. სპორტსმენი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. სწორედ ბავარიულმა სპორტქარმა განახორციელებინა პილოტს დიდი ხნის ოცნება და იტალიიდან ინგლისში ჩავიდა.

მაშინ ავტომობილი 4 000 დოლარი ღირდა. თუმცა ახლა მისი ფასი 3 000 000 დოლარია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები