ბრენდმა Motorola-მ კომპანია Samsung-ის სარეკლამო რგოლს დასცინა და ვიდეოს თავისებური ვერსია გადაიღო.
Motorola-ს წარმომადგენლებმა ვიდეოს სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც Apple-ის მომხმარებლებმა მეორე ადგილზე გადაინაცვლეს, მხატვრულად განავრცო. სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა მამაკაცი ერიკი და მისი მეგობარი გოგონა, გადაწყვეტენ, რომ Apple-ის ტექნიკაზე უარი თქვან და Samsung აირჩიონ, თუმცა საბოლოოდ მათ ყურადღებას Motorola-ს ფირმის სმარტფონი იპყრობს და ორივე არჩევანს სწორედ მასზე აკეთებს.