LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოულოდნელად გარდაიცვალა „სამგურალის“ ყოფილი ფეხბურთელი, ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და სრულიად საფეხბურთო სამყაროს“ – წყალტუბოს „სამგურალი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

219
ლეანდრო ლიმა

წყალტუბოს საფეხბურთო კლუბი „სამგურალი“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – კლუბის განცხადებით, მოულოდნელად გარდაიცვალა 23 წლის ფეხბურთელი ლეანდრო ლიმა, რომელიც 2023 წლის სეზონში „სამგურალში“ თამაშობდა.

„სამწუხარო ამბავი გვაქვს. 23 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა „სამგურალის“ ყოფილი ფეხბურთელი ლეანდრო ლიმა.

ბრაზილიელი ნახევარმცველი „სამგურალში” 2023 წლის სეზონში თამაშობდა და საქართველოს თასზე გოლიც აქვს გატანილი.

ჩვენი კლუბის სახელით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს“, – აღნიშნულია საფეხბურთო კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

⚫️ 🎗️სამწუხარო ამბავი გვაქვს 😔 23 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა ,,სამგურალის” ყოფილი ფეხბურთელი ლეანდრო ლიმა…

Posted by FC Samgurali Tskaltubo on კვირა, 30 მარტი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g