„მანჩესტერ იუნაიტედის“ ჯერაც საქმეში უნახავმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ უელსში 5 მილიონ ევროდ ციხესიმაგრე შეიძინა.
ეტყობა, განსაკუთრებულმა თავი რაინდად წარმოიდგინა.
პორტუგალიელმა ლონდონის სახლი (სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა) გაცვალა 17 ჰექტარზე გადაჭიმულ სასახლეზე. ჩრდილო უელსში მდებარე ციხესიმაგრეში ოთხი სართულია, ექვსი საძინებელი, ხუთი სააბაზანო და მდიდრული გარემო, – ტუჩებზე დუჟმორეული წერს AS. საცხოვრებლის ფასი 5 მილიონი ევროა.
სასახლე „იუნაიტედის“ კარინგტონის საწვრთნელი ბაზიდან 1 საათის სავალზეა.