შეგახსენებთ, რომ TVR Griffith წინა წლის სექტემბერში წარადგინეს. სუპერქარი 5.0 V8 ატმოსფერული ძრავითაა უზრუნველყოფილი და მას 507 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი 6 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს და პირველი “ასეულის” განვითარება 3,9 წამში შეუძლია. ავტომობილის განსაკუთრებულ თვისებებს შორის აღსანიშნავია ის, რომ მაღალი სიჩქარით მოძრაობის დროს ავტომობილსა და გზას შორის დაბალი წნევის ღრუბელი წარმოიქმნება, რაც დამატებით მიზიდულობას იწვევს. სისტემის დამსახურებით, Griffith-ს 325 კმ/სთ-ის განვითარება უპრობლემოდა შეუძლია.