LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოუთმენლად ველით ქართველ ინვესტორებს” – ლევან დავითაშვილი ეგვიპტე-საქართველოს ბიზნესფორუმში მონაწილეობს

130
ლ

“გასული წლის განმავლობაში ეგვიპტიდან საქართველოში რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მათ შორის ტურისტულ სექტორში და ჩამოყალიბდა თავისუფალი ეკონომიკური ზონა კახეთის რეგიონში. ვხედავთ, რომ ეგვიპტელი ინვესტორების მხრიდან დიდია საქართველოთი დაინტერესება და იმედი მაქვს, საქართველო-ეგვიპტის ბიზნესფორუმი გახდება ორ ქვეყანას ეკონომიკური და საქმიანი კავშირების შემდგომი გაღრმავების დამატებითი პლატფორმა”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა კაიროში გამართული ბიზნესფორუმის შეფასებისას.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსთან თანამშრომლობის დიდი ინტერესი გამოხატა ეგვიპტის საინვესტიციო და თავისუფალი ზონების გენერალური სააგენტოს (GAFI) აღმასრულებელმა დირექტორმა ჰოსამ ჰეიბამ.

“მოუთმენლად ველით ეგვიპტესა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, გაუმჯობესებას და განვითარებას. ჩვენი მისწრაფებაა გავაუმჯობესოთ ურთიერთობა საინვესტიციო და სავაჭრო თვალსაზრისით, რათა განვავითაროთ და შესაძლოა გავაორმაგოთ არსებული ურთიერთობები და არსებული თანამშრომლობის დონე, რაც აქამდე გვქონდა. ჩვენ მოუთმენლად ველით ქართველ ინვესტორებს ეგვიპტეში და საქართველოს წინსვლას ეგვიპტელი ინვესტორებისა და ტრეიდერების მეშვეობით”, – აღნიშნა ჰოსამ ჰეიბამ.

ვიცე პრემიერის თქმით, ბიზნესფორუმის ფარგლებში ეგვიპტელი ინვესტორები გაეცნენ საქართველოს ეკონომიკური პოტენციალს, ასევე საინვესტიციო გარემოს, რაც დამატებით შესაძლებლობებს ქმნის 2023 წელს ეგვიპტიდან საქართველოში უცხოური ინვესტიციების განხორციელებისთვის. ლევან დავითაშვილი თანხმლებ დელეგაციასთან ერთად კაიროში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ეგვიპტე – საქართველოს ბიზნესფორუმში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g