რატომ არ უნდა ვაკოცოთ ჩვილს? – მიზეზებსა და მისგან გამოწვეულ შესაძლო შედეგებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ პედიატრმა, იზა ესებუამ ისაუბრა.
პედიატრი ამბობს, რომ ჩვილ ბავშვს უჭირს მიკროორგანიზმებთან გამკლავება, ამიტომ არ შეიძლება ჩვილთან ხალხმრავლობა:
„მოვა სტუმარი, ბებია და ასე შემდეგ და კოცნიან ჩვილ ბავშვს – შესაძლოა მას ჰქონდეს პირის ღრუში, ხელზე ან სახეზე პრობლემა. ჩვილის კანის და ლორწოვანის ბარიერი იმდენად ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, რომ ადვილად შეიძლება გაძვრეს მიკროორგანიზმი და დააავადოს ბავშვი, ანუ ბავშვს გაუჭირდება მასთან გამკლავება. რაც უფრო მეტ მიკროორგანიზმს მიიღებს, მით უფრო გაუჭირდება მასთან გამკლავება – კოცნა სტუმრიანობა ცალსახად არ უნდა იყოს“, – ამბობს პედიატრი.