LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოვარდა ნიკა მელია, რომ მოგებული უბანი გააუქმოს და შუქის შემთხვევით ჩაქრობის მიზეზით ტიპს უნდა, რომ გააუქმოს არჩევნების შედეგი” – ბექა დავითულიანი

52
BeFunky-collage (1)

ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა.

აღნიშნულ უბანზე ელექტროენერგია გაითიშა, რამაც ხმაური გამოიწვია. ადგილზე მივიდა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე და მერობის კანდიდატი ნიკა მელია, ასევე ადგილზე იმყოფებიან “ქართული ოცნების” დეპუტატები ბექა დავითულიანი და გიორგი ამილახვარი.

როგორც ბექა დავითულიანმა განაცხადა, ნიკა მელია თბილისის მასშტაბით აგებს არჩევნებს.

“მოვარდა ნიკა მელია, რომ მოგებული უბანი გააუქმოს და შუქის შემთხვევით ჩაქრობის მიზეზით ტიპს უნდა, რომ გააუქმოს არჩევნების შედეგი. მთელ თბილისში აგებს და რა მნიშვნელობა აქვს ერთ უბანზე პროვოკაციის მოწყობას და ჩხუბისკენ გაქაჩვას,“- განაცხადა დავითულიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g