LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვიდა დრო, ის ვაკეთო, რაც მე მინდა… ვეცდებით, მალე დიდი კონცერტებით დაგიბრუნდეთ“ – ოთო ნემსაძე ახალი სიმღერის პრემიერით „არტ-FM“-ში

614
ოთო-ნემსაძე

17 ივნისს, ახალი სიმღერის პრემიერით რადიო „ფორტუნას“ და გადაცემას „არტ-FM“, მომღერალი ოთო ნემსაძე და მუსიკის ავტორი, ლევან ბეიტრიშვილი სტუმრობდნენ.

ოთო ნემსაძე: „გამარჯობა საქართველო“ – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც რამდენიმე კეთილი ადამიანების მხარდაჭერით შეიქმნა, რათა ჩვენი საფეხბურთო ნაკრებისთვის რაღაცნაირად ხმა მიგვეწვდინა და გაგვემხნევებინა.

იდეის და ტექსტის ავტორია – ზაზა ბიბილაშვილი, მუსიკის ავტორი – ლევან ბეიტრიშვილი, ხოლო კლიპზე ჯაბა ჩიტიძე და ნინო განუგრავა მუშაობენ.

კლიპი შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, ვინაიდან ძველ კადრებსაც ვიყენებთ, თუმცა შევეცადეთ განწყობის შემქმნელი ვიდეო შეგვექმნა. მგონი კარგი გამოგვდის, კლიპი მონტაჟის ეტაპზეა და იმედი მაქვს, ჩვენი სიმღერა მსმენელს ძალიან შეუყვარდება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვმუშაობ ახალ სიმღერასა და ვიდეორგოლზე. ძალიან ფართომასშტაბიანი გადაღებები იქნება. ასევე, ჩემი და ჯგუფი „LIMBO“-ს მონაწილეობით გამოდის ახალი ალბომი, რომელშიც შედის 11 ახალი სიმღერა, თერთმეტივე არის ქართულენოვანი როკენროლი.

მიხარია, რომ მოვიდა დრო, ის ვაკეთო, რაც მე მინდა მაქსიმალურად ვეცდებით, მალე დიდი კონცერტებით დაგიბრუნდეთ.

ვფიქრობ, ჩვენ ვაკეთებთ მუსიკას, რომელსაც დიდი სცენები სჭირდება, ამიტომ ამ მიმართულებით საინტერესო გეგმები გვაქვს.

ლევან ბეიტრიშვილი: ყველაფერი დაიწყო ზაზას [ბიბილაშვილი] საოცარი ტექსტით. ეს სიმღერა, რომელიც სინამდვილეში ერთ საათში დაიწერა, ჩვენი გულის გამოძახილია. ოთომ, როგორც სჩვევია, თავისი საქმე ამჯერადაც, ფანტასტიკურად შეასრულა. გადმოვეცით ემოცია, რასაც ვგრძნობდით ჩვენი ნაკრების მიმართ და გვგონია, რომ მსმენელიც მსგავსი მუხტით გვიპასუხებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები