LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვიდნენ ქვის სასროლად და „ქოცის“ საძახებლად, ჰოდა თუ დებატებისთვის არ იყვნენ და ბადროს ტყორცნაში მეჯიბრებოდნენ, მიიღეს ის, რაც მიიღეს და ამიერიდან ყოველდღე მიიღებენ კიდეც, ბევრად მეტს და უარესს…“ – მელია „გირჩს“

1202
ნიკა მელია, იაგო ხვიჩია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმაურება საზოგადოებრივ მაუწყებელზე გუშინ გამართულ მწვავე დისკუსიას.

საუბარია პირველი „არხის ეთერში“ გუშინ გამართულ დისკუსიაზე, სადაც დებატებში ნიკა მელია და გირჩის წევრები – იაგო ხვიჩია, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ვახო მეგრელიშვილი და ჰერმან საბო მონაწილეობდნენ და რომელიც მწვავე სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

„რანაირადაა გირჩი 36 ოპოზიციური პარტია, როდესაც:
კალანდარიშვილისთვის აქვთ ლეგიტიმაცია მიცემული და დღესაც საერთოდ არ ნანობენ.

იოსელიანი ჰყავთ სახალხო დამცველად არჩეული და დღესაც ერთი წამითაც არ ნანობენ.

სამაგიეროდ, ნანობენ რომ საპროტესტო მოძრაობა ვერ ჩაიხრჩო საცივში.

ხალხის ცემას, წამებას, დევნას და ციხეში გამომწყვდევას ოპოზიციას აბრალებენ და არა რეჟიმს.

საზმაუ კარგ ტელევიზიად მიაჩნიათ და ყველა სხვა ოპო
არხს ლანძღავენ.

2021 წელს საარჩევნო კომისიებში თავისი ადგილები „ოცნებას“ მიყიდეს. დიახ, დიახ, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ბიძინას 36-ე გირჩმა 800 ათასი ლარის სანაცვლოდ მათთვის განკუთვნილი ელექტრონული პაროლები მიყიდა ქოცებს და ქოცები ნიშნავდნენ მათ პარტაქტივს.
შეცდომაა, თუ ვინმეს ჰგონია რომ ქართულ პოლიტიკურ სისტემას გააჯანსაღებდა მათთან ჩამოჯდომა და იმაზე დავა – ნაფიცი მსაჯული სჯობს თუ არჩევითი მოსამართლე,
ქართულ პოლიტიკურ სისტემას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროსტიტუციის დასრულება გააჯანსაღებს.

პოლიტიკური პოზიციებისა და თანამდებობის ყიდვა-გაყიდვის დასრულებაა საჭირო და არა გამყიდველებთან „ვაჭრობა“.
მოვიდნენ ქვის სასროლად, ჩემთვის და
თანამებრძოლებისთვის „ქოცის“ საძახებლად, ჰოდა თუ დებატებისთვის არ იყვნენ და ბადროს ტყორცნაში მეჯიბრებოდნენ, მიიღეს ის, რაც მიიღეს და ამიერიდან ყოველდღე მიიღებენ კიდეც, ბევრად მეტს და უარესს,ბევრად მეტს და უარესს“, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g