5-8 აპრილს უზბეკეთში სტარტს აიღებს საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, რომელშიც შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოც მიიღებს მონაწილეობას.
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილი მთელი მსოფლიოს ათასობით წარმომადგენელს იმ გეგმებისა და პრიორიტეტების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, რომელიც საქართველოს აქვს.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასევე ორმხრივი ფორმატები, რომელშიც დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას.
„ჩვენ მოვისმენთ საქართველოს პარლამენტის სპიკერის გამოსვლას. იგი მიმართავს ათასობით წარმომადგენელს მთელი მსოფლიოდან იმ გეგმების და პრიორიტეტების შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს.
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასევე ორმხრივი ფორმატები, რომელშიც დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას. ყველა ამ შეხვედრაზე, ბუნებრივია გაჟღერდება მთავარი გზავნილი – ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და სამომავლო ინტეგრაცია განვითარებულ მსოფლიოში“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.