პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ეხმაურება საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის „ფორმულასთან“ ინტერვიუს, სადაც სანდრა რულოვსმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, ასევე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებაც.
როგორც თაკო ჩარკვიანი აღნიშნავს, სანდრამ აღნიშნული ინტერვიუთიც დაადასტურა, რომ ღირსეული ქალბატონია.
„გუშინ სანდრა რულოვსის ინტერვიუ მოვისმინე, მხოლოდ ერთს ვიტყვი -ბრავო ბრავო ბრავო რამდენი რამ თქვა , რაც თქვა და რაც არ თქვა, – ღირსეული სიმშვიდით ! ზუგდიდის, მისი -სანდრას არჩევნების დროს მომიწია მასთან ურთიერთობა და რა შთაბეჭდილებაც მქონდა იგივე მაქვს დღეს, მოვისმინე ბრწყინვალე პატარა ინტერვიუ ამ ჭკვიანი – გონიერი ,ღირსეული და რაღაცნაირად -ოქროსფერი ქალის, საოცრად ქართველი იჯდა ეკრანზე …… ცრემლისმორევამდე ბრავო!“, – წერს თაკო ჩარკვიანი.