LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვითხოვ დაწესდეს “მიჯაჭვული ამირანის სახელობის დღე”

358
2019030118292681319

საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე “კავკასიის მაღალ მთებზე მიჯაჭვული ამირანის სახელობის დღის” დაწესებას ითხოვს. გოცირიძე ხუმრობს, რომ ამით ოფიციალურად დაკანონდება პრომეთეს მითის ქართული წარმომავლობა, რაც ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ახალი საკანონმდებლო ინიციატივით შევდივარ პარლამენტში. მოვითხოვ დაწესდეს ”კავკასიის მაღალ მთებზე მიჯაჭვული ამირანის სახელობის დღე”. ამით ოფიციალურად დაკანონდება პრომეთეს მითის ქართული წარმომავლობა, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას. 

p.s. მეტად მნიშვნელოვანი და დროული იყო ასევე პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით ”წილხვედრობის” საქართველოსთვის დაპატენტება, რადგან ამას აუცილებლად იზამდა ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის გვეცილება პირველობაში“ – წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღე იქნება. გადაწყვეტილება პარლამენტმა გუშინ მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g