LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოვითხოვ როგორც ექიმი, როგორც მშობელი და როგორც ქვეყნის პატრიოტი” – რას წერს მიხეილ სააკაშვილის მამა

9025
Capture-6162110e04dd0

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამა მიმართვას ავრცელებს.

ნიკოლოზ სააკაშვილი შვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

“მდგომარეობა კრიტიკულია დრო აღარ ითმენს! მოვითხოვ როგორც ექიმი, როგორც მშობელი და როგორც ქვეყნის პატრიოტი.

დღესვე ჩაატარეთ საჯარო პრესკონფერენცია სახელმწიფოს გამოყოფილმა ექიმებმა ალტერნატიულ კომისიასთან ერთად და გააცანით საზოგადოებას პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დღესვე აიძულეთ მთავრობა მიშა გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში.

გაფრთხილებთ და კოლეგიალურად მოვითხოვ”, – წერს ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g