LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვკვდები სიმართლისთვის! აქ, დმანისის მერიის წინ, პარკინგზე ვიქნები ჩემს მანქანაში, ვიშიმშილებ, სანამ უდანაშაულო პატიმრებს არ გამოუშვებენ და არჩევნები არ დაინიშნება“ – რეჟისორი ლაშა ჩხვიმიანი

154
ლაშა ჩხვიმიანი

რეჟისორმა, დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლაშა ჩხვიმიანმა საკუთარ ფეისბუკგვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ დღეიდან დმანისის მერიის წინ შიმშილობას იწყებს.

„მოვკვდები სიმართლისთვის! აქ, დმანისის მერიის წინ, მათი ვიდეო კონტროლის ქვეშ, პარკინგზე ვიქნები ჩემს მანქანაში და ვიშიმშილებ მანამდე სანამ უდანაშაულო პატიმრები არ გათავისუფლდებიან, ვიშიმშილებ სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება!“, – წერს ლაშა ჩხვიმიანი ფეისბუკზე და აღნიშნავს, რომ „უნდა დამთავრდეს ის დრო, როცა უსამართლობას ვეგუებოდით!“.

„მხოლოდ ჩემი თვალით რა დარღვევებიც ვნახე დმანისში, ისიც კი საკმარისია ახალი არჩევნების დასანიშნად!

ბოდიშს ვუხდი ოჯახის წევრებს და მეგობრებს, ვინც ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ამ პოსტიდან იგებენ!“, – წერს ლაშა ჩხვიმიანი.

ლაშა ჩხვიმიანმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა საკუთარ დაბადების დღეზე დაიწყო.

„განსაკუთრებული ბოდიში დედაჩემს, რომელიც, როგორც ყოველ დაბადების დღეზე, ახლაც მიცხობდა ტორტს, მე ვუყურებდი და არაფერი არ ვუთხარი, რას ვაპირებდი და ბოდიში ჩემს პატარა გოგონას, ანის, რომელიც მპირდებოდა, რომ ხვალ ტორტს თვითონ ჩამაქრობინებდა. აქ ველოდები, აქ ჩავაქრობ“, – წერს ის.

საქართველოში უკვე 63 დღეა, რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით.

მოვკვდები სიმართლისთვის! აქ, დმანისის მერიის წინ, მათი ვიდეო კონტროლის ქვეშ, პარკინგზე ვიქნები ჩემს მანქანაში და…

Posted by ლაშა ჩხვიმიანი on ოთხშაბათი, 29 იანვარი, 2025

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g