LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებ მხარდამჭერებს, გავამაგროთ საარჩევნო უბნები და ოქმის წამოღებამდე არ მოვეშვათ – გიორგი ვაშაძე

Untitled-27-1024x517

“თითოეულ ხმას ვითვლით და თითოეულ ოქმს ველოდებით”,- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

მან ქვეყნის მასშტაბით 10-ზე მეტი უბნის მონაცემი დაასახელა და განაცხადა, რომ აღნიშნულ უბნებში გრიგოლ ვაშაძე იმარჯვებს.

„ვითვლით თითოეულ ხმას და თითოეულ ოქმს ველოდებით, იმ უკიდურესად მძიმე საარჩევნო გარემოში, რაშიც მიმდინარეობდა მეორე ტური და არჩევნების დღე, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო შედეგები გვექნება წინ. ჩვენ ვნახეთ 17:00 საათის მონაცემები, თუმცა 20:00 საათამდე იყო ძალიან მაღალი აქტივობა. ჩვენი ინფორმაციით, 300 ათასამდე ამომრჩეველი მოვიდა დამატებით. ყველაფერი წინ არის, ველოდებით შედეგებს. მოვუწოდებ მხარდამჭერებს, გავამაგროთ საარჩევნო უბნები და ოქმის წამოღებამდე არ მოვეშვათ“, – განაცხადა განაცხადა „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.

გარდა ამისა, გიორგი ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას ჰყავს თავისი საბჭო, რომელიც შეიკრიბება და მიიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებს. მან განაცხადა, რომ ხვალიდან მასობრივ დაუმორჩილებლობაზე გადადიან.

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/2203307689690708/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g