LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვუწოდებ რუსეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს კარა-მურზა” – გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი

134
volker-turki (1)

მოვუწოდებ რუსეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს კარა-მურზა, – აღნიშნულის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ თურქი განცხადებას ავრცელებს.

„მოსკოვის სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი 25-წლიანი პატიმრობა ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის ვლადიმერ კარა-მურზას წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციაში კანონის უზენაესობისა და სამოქალაქო სივრცისთვის კიდევ ერთი დარტყმაა.

კარა-მურზა გაასამართლეს ბრალდებებით, რომლებიც, როგორც ჩანს, დაკავშირებულია აზრის, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების ლეგიტიმურ განხორციელებასთან, მათ შორის, უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის საჯარო კრიტიკის ჩათვლით.

არავის არ უნდა ჩამოერთვას ადამიანის უფლებებით სარგებლობის უფლება და მოვუწოდებ რუსეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლად გაათავისუფლოს იგი. სანამ დაპატიმრებულია, მას ჰუმანურობითა და ღირსების პატივისცემით უნდა მოეპყროთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიციონერ ვლადიმირ კარა-მურზას რუსეთის სასამართლომ 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა

მოსკოვში დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g