LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თვითნებურად არ მიიღონ დრონის გამოყენების გადაწყვეტილება“ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

301
Untitled design (8)

„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, სტიქიის ზონაში დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით, თვითნებურად არ მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან საფრთხის შემცველია სტიქიის ზონაში მომუშავე ვერტმფრენებისთვის“, – ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაში აღნიშნული, ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.

„ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში,…

Posted by საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service on Friday, 4 August 2023

 

 

magti 5g