LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოწამლული 9 ადამიანი რესტორან “იმერული ეზოდან” ინფექციურში სასწრაფომ გადაიყვანა

308

მოწამლული 9 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი – მწვავე ინტოქსიკაციით ნატახტარიდან ინფექციურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტები მოწამვლის მიზეზად რესტორან რესტორან “იმერულ ეზოში” მიღებულ საკვებს ასახლებენ, კერძოდ ხინკალს და ქაბაბს.

პაციენტებს ერთი და იგივე სიმპტომები აღენიშნებათ. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

რესტორნის თანამშრომლები მოწამვლის ფაქტს უარყოფენ.

„არანაირი დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს იმის, რომ “იმერულ ეზოში” მირთმეული პროდუქტის შედეგად განხორციელდა მოწამვლა. სურსათის სააგენტოს წარმომადგენლები არ იმყოფებიან ჯერჯერობით ჩვენს ობიექტზე, ალბათ გავრცელებული ჭორია. თუ ინებებენ და სურვილი ექნებათ შემოსვლის, მზად ვართ,“ – განაცხადა ”იმერული ეზოს” ფინანსისტმა ირაკლი ხევცურიანმა.

სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმაციით, რესტორანში არაგეგმიური ინსპექტირება მოხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g