კომპანიამ Ash Be Nimble მოიფიქრა მოწყობილობა, რომელიც ქუჩის ქურდებისგან დაგიცავთ. ეს ყველაფერი კი აქტუალური აზიის ქვეყნებისთვის არის, სადაც პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას.
სიახლე წარმოადგენს მცირე ზომის ბრელოკს, რომელიც თავსდება ნებისმიერ ნივთზე, მაგალითად ჩანთაზე. ერთი შეხედვით მისი შემჩნევა შეუძლებელიც კია. მოწყობილობა აღჭურვილია GPS-ითაც, თუ ბოროტმოქმედმა მისი წაღება მაინც მოახერხა, პოლიცია ჩანთის ადგილსამყოფელს გაიგებს.
ეს ყველაფერი არ არის, რადგან ბრელოკი ფეთქდება, რა დროსაც მისგან ვარდისფერი სითხე გამოდის და ქურდს ესხმება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის გაქცევას მოახერხებს, მისი ცნობა საკმაოდ მარტივი იქნება.