კანადელმა პოლიციელებმა სიჩქარის რეჟიმის დარღვევისთვის 19 წლის მოზარდი დააკავეს. ახალგაზრდა ყმაწვილი მშობლების კუთვნილი Mercedes-Benz C63 AMG Coupe–ით 308 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა.
ინციდენტი ქალაქ ონტარიოში, ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა, სადაც დაშვებული სიჩქარე 110 კმ/სთ–ია. როგორც შემთხვევის ადგილზე მისული ერთ–ერთი პოლიციელი იხსენებს, ეს მის კარიერაში ყველაზე სერიოზული დარღვევა იყო და აქამდე მსგავსი სიჩქარე არც ერთ მძღოლს არ განუვითარებია.
19 წლის მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოართვეს, ასევე ქუჩის რბოლების მოწყობისთვის, საშიში ტრუკების შესრულებისა და საგზაო მოძრაობის მონაწილეთა საფრთხეში ჩაგდებისთვის – ბრალიც წაუყენეს. ავტომობილი კი საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს.
და ბოლოს, მსგავსი დარღვევისთვის კანადური კანონი საკმაოდ სოლიდურ ჯარიმას – 10 ათას დოლარს ითვალისწინებს.
308 km/h on the #QEW. Two 19 year kids going for a “drive” with dads car. Driver charged with #StreetRacing https://t.co/iDw5r7nEB9
— OPP Highway Safety Division (@OPP_HSD) May 10, 2020