Mozilla-მ განახლებული ბრაუზერი Firefox 64 გამოუშვა. საინტერესოა, რომ ინტერნეტ ბრაუზერის უახლესი ვერსია Desktop-ისა და Android-ისთვის უკვე ხელმისაწვდომია და მომხმარებელს დამატებითი სერვისებსა და მათზე მორგებულ ფუნქციებს სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ სიახლის ,,გაუმჯობესებული ფანჯრის მენეჯმენტით” (Enhanced Tab Management), მომხმარებელი ერთდროულად რამდენიმე ფანჯარის არჩევას, სურვილისამებრ შენახვას ან პრიორიტეტად მონიშვნას შეძლებს.
ამასთან, Firefox-ის განახლებული ე.წ. სამუშაო მენეჯერი (Task Manager) მომხმარებელს მიაწვდის ინფიორმაციას იმის შესახებ, თუ რა ენერგია მოიხმარა ლეპტოპმა თუ სმარტფონმა თითოეულ გახსნილ ვებგვერდზე.
კომპანიის ინსფორმაციით, ბრაუზერის გადმოწერის პარალელურად, მომხმარებელი სურვილის შემთხვევაში დეველოპრებისთვის განკუთვნილი ვერსიითაც ისარგებლებს.
Mozilla-მ მომხმარებელს გაუმჯობესებული ბრაუზერი რეკომენდაციების, დამატებითი სერვისებისა და მომხმარებელზე მორგებული ფუნქციებით შესთავაზა.