LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მქონდა სვირინგიც, წარწერით – შენთვისა ვშრომობ გაუმაღძარო

24

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”ღვინო, დუდუკი, ქალები” ბესო ბერულაშვილი ესტუმრა.


დღეს ყოფილა ღიპების საერთაშორისო დღე და ყველას ვულოცავ. მე ცოტა კლებაში მოვედი, თუმცა იყო პერიოდები, როდესაც საქვეყნოდ ცნობილი ღიპი მქონდა, მქონდა სვირინგიც წარწერით
”შენთვისა ვშრომობ გაუმაღძარო”.


ვიცი რომ ხშირად ხარ თამადა, რომელი სასმელი გირჩევნია?

თუ დააკვირდებით, რაოდენ დიდი ლხინიც არ უნდა იყოს, მეორე დღეს პირველი კითხვა არის როგორი სასმელი იყო, მეორე კითხვა კი თამადას უკავშირდება. სხვათაშორის, რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ კახეთში 800 კაციანი ქორწილი ჩატარებულა და ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა თურმე ისეთი სიჩუმე იყო. გულწრფელად ვიკითხე, თამადა ვინ იყო თქო. იცი რა მიპასუხეს? თამადა კი არა wi-fi მუშაობდა კარგადო. სუფრაზე მობილური და ინტერნეტი სხვათაშორის ძალიან გეხმარება, რამე ინფორმაცია თუ გჭირდება უცებ მოძებნი. ქართული სუფრა აკადემიაა. ყველაზე მეტად აქ არის ზომიერება საჭირო. ერთი მეგობარი მყავს, ქრონიკულად ”პახმელიაზეა”. ერთხელ ნატახტარისკენ მიდიოდა და როგორც თვითონ ყვება, ხშირად ხვდებოდა წარწერები ხინკალი მწვადი, ლუდი… ეს ჩემი მეგობარი ამბობს, რომ ეს წარწერები როგორც ენა, მამული, სარწმუნოება ისე ჩამესმოდაო…


ქალი სუფრას ალამაზებს, მამაკაცს კი უნთებს ალებს…

უფრო სტაბილურობაა ყველაფერში, არა მხოლოდ სუფრისა და ენამზიანობის სტაბილურობას ვგულიხმობ. რეგულირდება სისხლის მიმოქცვაც, იმიტომ რომ სილამაზეს უცქერ. ჩვენ ვთქვით რომ სუფრას კარგი ღვინო და სიმღერა უხდება, მაგრამ ვისთვის გინდა ეს სიმღერა და ლექსი, თუ სუფრაზე ქალბატონი არ არის? ცდილობ თავი მოაწონო, იმღერო, ლექსი წაიკითხო. ზოგადად, კაცები რისთვის ვცხოვრობთ? ქალს მივუძღვენით ყველაფერი. შეიძლება გაბრაზებულმა მამაკაცმა კარიც გაიჯახუნოს და კიბეზე ბუზღუნითაც ჩავიდეს, მაგრამ არ დაიჯეროთ, უთქვენოთ ერთი დღეც არ იქნება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

Audiobesoberulashvili

ვიდეო კოლაჟი


ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები