LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მქუხარე აპლოდისმენტები მარია კალასის სიმღერის ფონზე – „ვალენტინოს“ ემოციური ჩვენება პარიზში (ფოტო)

263

პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული „ვალენტინოს“ ჩვენება ერთ-ერთი ყველაზე ემოციური გამოდგა. განსაკუთრებით კი მომენტი, როდესაც ჩვენების დასრულების შემდეგ მოდის სახლის კრეატიული დირექტორი, პიერპაოლო პიჩოლი პოდიუმზე გამოვიდა. ამ დროს დარბაზში მყოფმა სტუმრებმა თავი ვერ შეიკავეს და ფეხზე დგომით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში აპლოდისმენტებით აცილებდნენ ცნობილ დიზაინერს.

„ვალენტინოს“  ახალი კოლექციის ჩვენების თემა ოპერა გახლდათ, ამიტომაც მოდელები პოდიუმზე მარია კალასის სიმღერების ფონზე გამოდიოდნენ. სწორედ ლეგენდარული მარია კალასი გახდა პიერპაოლო პიჩოლისთვის ინსპირაციის თემა, განსაკუთრებით კი კალასის შემოქმედების აქტიური წლები.

ულამაზეს კაბებს, რომელიც მოდელებმა წარმოადგინეს, 60-იანი წლების მოდური თმის ვარცხნილობა ამშვენებდა. ერთ-ერთი ლურჯი ფერის აბრეშუმის კაბის შექმნაზე 1120 საათი დაიხარჯა. პროპორციების სირთულე, ფერთა საოცარი გამა, უზარმაზარი ბაბთები და ულამაზესი კაებები – წელს Valentino-მ ლიდერობა არავის დუთმო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები