„მრავალეროვანი საქართველო“ ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფს ტოვებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვკითხულობთ, ისინი მიიჩნევენ, რომ საკონსულტაციო ჯგუფში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, შეუძლებელი იქნება შარლ მიშელის ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნების მიღწევა.
„საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საკონსულტაციო ჯგუფში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, შეუძლებელი იქნება შარლ მიშელის ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნების მიღწევა“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკონსულტაციო ჯგუფი უკვე დატოვეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“.