”Cafe-Theatre” სტუმრებს მრავალფეროვან მენიუსა და სასიამოვნო გარემოს სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას, კაფის დამფუძნებელმა მანანა გაბეჩავამ განაცხადა, სტუმრებს ქართულ-ევროპული სამზარეულო, ქართული ღვინო და კარგი მუსიკა ელოდება.
გემრიელი კერძების დაგემოვნების პარალელურად, საშუალება გაქვთ ყოველ დღე მოუსმინოთ ქართველ შემსრულებლებს, კაფეში იმართება თეატრალური წარმოდგენებიც.
”ჩვენი კაფე გათვლილია ყველა ასაკის ადამიანზე, ამიტომ ფასებიც მისაღები გვავქს, რათა ყველას შეეძლოს ჩვენთან სტუმრობა”, – აღნიშნა მანანა გაბეჩავამ.
ეს არის ადგილი ძველი ქალაქის შუაგულში, სადაც კაფე და თეატრი ერთ სივრცეშია.
სურვილის შემთხვევაში ესტუმრეთ მას მისამართზე: სამღებროს ქუჩა 9/11