კომპანია „ასორტმა“ საახალწლო სამზადისი დაიწყო და მომხმარებელს სადღესასწაულო, ყველაზე მრავალფეროვან და გემრიელ ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანიის ინფორმაციით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეარჩიოს სასურველი კერძები „ასორტის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე და შეხვდეს 2021 წელს გემრიელად.
„ჩვენო მეგობრებო, წლის გამორჩეული დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, “ასორტი” კვლავ წარმოგიდეგენთ საახალწლო სუფრების მრავალფეროვან, უგემრიელეს და რაც მთავარია უმაღლესი ხარისხის ნედლეულზე დამზადებულ ასორტიმენტს. შეკვეთების მიღება გახსნილად გამოგვიცხადებია 25 დეკემბრის ჩათვლით. შერჩეულ ნუგბარს, თბილისის მასშტაბით მიიღებთ ჩვენი უფასო მიტანის სერვისით, სასურველ დროსა და ადგილზე“, – აცხადებენ „ასორტში“.
ცნობისთვის, კომპანიას აქვს სამი სახეობის მენიუ: 270 ლარიანი, 370 ლარიანი და 450 ლარიანი. თუ რა შედის აღნიშნულ მენიუში შეგიძლიათ იხილოთ „ასორტის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
შეგახსენებთ, „ასორტი” 13 წელია, რაც ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი და მომხმარებელს, 100-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმს სთავაზობს. ამასთან, „ასორტში“ ყველა გემოვნებისა და მოთხოვნის ადამინაზე მორგებული მზა საკვები, სუპები, სალათები, ფხალეულობა და გარნირი მზადდება. კომპანია საკონდიტრო საწარმოს გარდა, კაფეტერიების ქსელსაც ფლობს.