სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ექიმი ჯემალ გელაშვილი გარდაიცვალა.
36 წლის გელაშვილი რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი იყო და ბათუმის კლინიკა “მედალფაში” მუშაობდა.
„გაგანია პანდემიის დროს, კოვიდ რეანიმაციაში კარდიოლოგი დასჭiრდათ.
სრული ეკიპირებით ავედი კოვიდ რეანიმაციაში
რას ვხედავ კოვიდ რეანიმაციის ხელმძღვანელი, ჩვენი ჯეკო სრულიად უპირბადოდ და დაცვის გარეშე დადიოდა.
ხმამაღლა ვუყვირე — რას შვრები? ასე როგორ შეიძლება-მეთქი!!!
მიპასუხა — კოლეგავ იმ ცარიელ საწოლს ხომ ხედავ??? ის ჩემო საწოლია. მეც კოვიდი მჭირს. ექიმები აღარ გვყოფნის. ასე რომ მეც ჩემს თავს ვმკურნალობ, თან ვმორიგეობ და თან ამ უბედურებსაც ვუვლიო.
დღეს ეს ბიჭი ზეცაში წავიდა.
მრავალი სიცოცხლის გადამრჩენო მეგობარო, შენ ვერ გადაგარჩინეთ!!!”,- წერს კოლეგა იოსებ სიხარულიძე.
რა გახდა ახალგაზრდა მედიკოსის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.