“მე სირცხვილის გრძნობა მაქვს ძალიან დიდი” – ასე უპასუხა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას მესამე პრეზიდენტის პატიმრობასთან დაკავშირებით.
“მე სირცხვილის გრძნობა მაქვს ძალიან დიდი, ძალიან მრცხვენია იმ ქვეყნის მოქალაქე რომ ვარ, რომელსაც ასეთი კაცი აქ უზის. მრცხვენია, გაოგნებული ვარ, არ ვიცი, მე არ მესმის”,- ამბობს ბაჩო ახალაია.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილმა მინისტრს, ბაჩო ახალაიას, რომელმაც რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დღეს დატოვა, 9-წლით თავისუფლების აღკვეთა პატიმრების წამების საქმეზე ჰქონდა მისჯილი.
„პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად, ეგ არ არის ჩემი საქმე“– ბაჩო ახალაიამ საპატიმრო დატოვა