თბილისში, მრგვალ ბაღთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს. პირველ არხთან თვითმხილველები აცხადებენ, რომ მამაკაცი ბაღთან ავტოსადგომზე მუშაობდა. მათი თქმით, ის ავადმყოფობდა და სავარაუდოდ, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
