ქართული თეატრისა და კინოს მსახიობს ქეთევან კიკნაძეს 12 ივლისს, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
როგორც მარჯანიშვილის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მსახიობ ქეთევან კიკნაძის სამოქალაქო პანაშვიდი 12 ივლისს, 12:00 საათიდან, მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება.
ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი ქეთევან კიკნაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.