LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობები ანი ტყებუჩავა და ბაჩო ქაჯაია სამართალდამრღვევებად ცნეს და 5000 ლარით დააჯარიმეს

187
ნიკა გვარამია, ალეკო ელისაშვილი, სალომე ზურაბიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობები ანი ტყებუჩავა და ბაჩო ქაჯაია სამართალდამრღვევებად ცნო და თითოეულ მათგანი 5000 ლარით დააჯარიმა.

მოსამართლე ნინო ენუქიძემ სასამართლოს გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტების ცნობით, 9 იანვარს მსახიობები თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხელოვნურად გადაკეტვის გამო იყვნენ ბრალდებულები.

მსახიობმა ანი ტყებუჩავამ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ ის რუსთაველის გამზირზე იმ დროს იმყოფებოდა, როდესაც გზა უკვე გადაკეტილი იყო, ხოლო ბაჩო ქაჯაიას ადვოკატის თქმით, შსს-ს წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავად იმყოფებოდა უკვე გადაკეტილ გამზირზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g