რუსთაველის თეატრი მსახიობებს, თემიკო ჭიჭინაძესა და ნინო თარხან-მოურავს შვილიშვილის შეძენას ულოცავს. თემიკოსა და ნინოს ქალიშვილი, ლიზა ასევე მსახიობი გახლავთ და ჰყავს ამავე პროფესიის მეუღლე, ლუკა გულედანი, რომელიც რუსთაველის თეატრში მუშაობს.
თემიკო ჭიჭინაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ყველანაირი წარმატება წვრილმანებია, ოჯახის გარდა: „ყველაზე დიდ წარმატებად ჩემი შვილი და ოჯახი მიმაჩნია“, აღნიშნავს მსახიობი.