LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობი ბერტა ხაფავა გარდაიცვალა: „ჩვენი თეატრის ვარსკვლავი, უძვირფასესი და უნიჭიერესი ქალბატონი“

212
ბერტა ხაფავა

83 წლის ასაკში თეატრისა და კინოს მსახიობი ბერტა ხაფავა გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმიტრი ხვთისიაშვილი ავრცელებს.

„გარდაიცვალა ჩვენი თეატრის ვარსკვლავი, უძვირფასესი და უნიჭიერესი ქალბატონი ბერტა ხაფავა“, – წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი სოციალურ ქსელში.

გარდაიცვალა ჩვენი თეატრის ვარსკვლავი, უძვირფასესი და უნიჭიერესი ქალბატონი ბერტა ხაფავა

Posted by Dimitri Khvtisiashvili on ორშაბათი, 17 თებერვალი, 2025

ცნობისათვის, ბერტა ხაფავა 1960 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სცენის თანამშრომლად მოღვაწეობდა, 1966 წლიდან გორის თეატრის მსახიობი იყო, 1969 წლიდან კი თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის დასს შეუერთდა.

ითამაშა 26 ფილმში და შექმნა არაერთი დასამახსოვრებელი კინოსახე, მისი ერთ-ერთი გამორჩეული და მაყურებლისთვის საყვარელი პერსონაჟი კი გახდა „ანიკო“, ფილმიდან „სიყვარული ყველას უნდა“.

2013 წლის 18 მაისს ბერტა ხაფავას ვარსკვლავი გაიხსნა მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g