LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობი ენდი დიკი ჰოლივუდის ქუჩის კუთხეში, უგონო მდგომარეობაში მყოფი, გადაიღეს – გავრცელებულმა ფოტოებმა საზოგადოება შეძრა

180
page

მედიაში გავრცელებულმა ფოტოებმა საზოგადოება შეძრა. კომიკოსი და მსახიობი, ენდი დიკი ჰოლივუდის ქუჩის კუთხეში უგონო მდგომარეობაში მყოფი გადაიღეს.

Daily Mail-ის მიერ მოპოვებული კადრები ასახავს ინციდენტს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლო დოზის გადაჭარბებას უკავშირდება.

59 წლის ვარსკვლავს პიჟამა და Crocs-ის ფეხსაცმელი ეცვა, ხოლო მისი სათვალე მიწაზე ეგდო. თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთმა გამვლელმა მისი წამოყენება სცადა, თუმცა მისი გონზე მოყვანა ვერ მოხერხდა.

ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ადგილზე მივიდნენ და 59 წლის მამაკაცს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა იგი საავადმყოფოში არ გადაიყვანეს.

ენდი დიკმა მოგვიანებით TMZ-თან საუბრისას აღნიშნა, რომ თავს უკეთ გრძნობს და მოხარულია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, თუმცა, მან დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

შეგახსენებთ, მსახიობს წარსულშიც არაერთი სამართლებრივი დარღვევა ჰქონდა ნარკოტიკებთან მიმართებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები