LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობი ჯონ ჰერტი გარდაიცვალა

87

ბრიტანელი მსახიობი, „ადამიანი-სპილოს“ ვარსკვლავი ჯონ ჰერტი 77 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.

მისი დებიუტი 1962 წელს შედგა. ნახევარსაუკუნოვანი კარიერის განმავლობაში ჰერტს უამრავჯერ მოუწია გარდაცვალების სცენა ეთამაშა. YouTube-ზე განთავსებულია ვიდეო, სადაც ჰერტის 40 ეკრანული გარდაცვალებაა თავმოყრილი.

„ჩემი შვილები აღარ მეკითხებიან, გარდაიცვალა თუ არა ჩემი პერსონაჟი ახალ ფილმში, უბრალოდ, მეკითხებიან, როგორ გარდაიცვალა,“ – ამბობდა მსახიობი ინტერვიუში.

ჰერტი ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, თამაშობდა თეატრის სცენაზეც. თუმცა კრიტიკოსებმა ყველაზე მეტად დევიდ ლინჩის „ადამიანი-სპილოს“ ნამუშევარი მოუწონეს.

ჰერტმა დაავადების შესახებ 2015 წელს შეიტყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები